უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლოა, „გამარჯვების გეგმამ“, რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებისკენ უბიძგოს. ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ სხდომაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ ეს გეგმა თავის მოკავშირეებს მეორე სამშვიდობო სამიტის წინ წარუდგინოს.
“თუ პარტნიორები მხარს დაუჭერენ გეგმას, უკრაინას გაუადვილდება, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს. რისთვის არის ეს გეგმა? ეს უკრაინას გააძლიერებს და, ჩემი აზრით, ამას ექნება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე პოლიტიკური გავლენა რუსეთის გადაწყვეტილებაზე ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ დაანონსა, რომ რუსეთთან ომში გამარვების გეგმის წარდგენას ჯო ბაიდენისთვის, დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისისთვის თვის ბოლოსთვის აპირებს.