”ჩვენი გულშემატკივარი ძალიან გვიყვარს, ჩვენი მოსახლეობა. გარკვეული ჯგუფები არიან, ვინც სპეციალურად ამაზე მუშაობენ, რომ დაამცირონ ჩვენი სპორტსმენები, დაამცირონ საზოგადოების თვალში, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს გულთან ახლოს არ მივიტანთ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაინც გვიყვარს ის ადამიანები და ერთად ვქმნით ჩვენს საქართველოს, ჩვენს გამარჯვებას.
[…] ყველა ადამიანს აქვს უფლება თქვას და გააკეთოს ის, რაც უნდა, უბრალოდ მთავარია მნიშვნელოვანი იყოს ეს ყველაფერი. უზრდელობა და გინება ნამდვილად არ არის სიტყვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება მაშინ არის, როცა რაღაცა მნიშვნელოვანს და ღირებულს იტყვი შენი ქვეყნისთვის”-