გურიაში ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” “მავნებლობაში” ადანაშაულებს

დავით მჟავანაძე = “ქართული ოცნების” მორიგი მავნებლობა ოზურგეთში _ გომისმთაზე, კომპანია “პარვუს ჯგუფი” გასაიდუმლოებულად ჰესს აშენებს.
ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ, დღეს, კურორტ გომისმთის მისადგომებიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა
“ამ დრომდე თვალით არავის უნახავს გზშ, გეოლოგიური დასკვნა და არავინ იცის რეალურად რა ხდება სახელმწიფოს კუთვნილ ტეროტორიაზე, სადაც “შლაგბაუმიც” კი მოაწყვეს. რამდენიმე საპროტესტო აქცია, რომელოც სოფელში ჰესის წინააღმდეგ მოეწყო, ამ ჯგუფმა ე.წ. ძველი ბიჭების დახმარებით ჩაახშვეს და ხალხის დაშინების პოლიტიკით სურთ ჰესის აშენება. სარწმუნო წყარო ამბობს, რომ მერიაშიც გამოძებნეს მოკავშირე _ მერის მოადგილე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის მეჯვარის, დავით გოლიაძის და, ნათია გოლიაძე, რომელიც გავრცელებუკი ინფორმაციის თანახმად პირადად ურეკავს ადამიანებს და საქმეებს “ალაგებს”…
ასევე მნიშვნელოვანია, რომ
კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა, რომელსაც სახელმწიფოსგან, ტენდერის გარეშე მილიონობით ლარი აქვს მიღებული!!!
გამოცემა ბმჯ წერს, რომ ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი საწარმო იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”.
და ასე არაგონივრულად გრძელდება ხალხის ხარჯზე ჯიბეების გასქელება და ადამიანების დაშინება, რომელიც 26 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება”
გაბაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ვიდეომიმართვაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share