“არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საუბრობს და ოლიგარქი ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას ეხმაურება.
“არ მგონია, რომ რუსეთის შეჭრის გამო, საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე როგორც, საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას განაგრძობს. სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და საქართველოს უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. როგორც რუსეთი ყოფილა აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია”, – განაცხადა მილერმა.