პესკოვმა და კარასინმა ღარიბაშვილის განცხადებები დადებითად შეაფასეს

„ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს“– ასე აფასებს პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისში გამოწვეულ უკმაყოფილებასა და პროტესტს პუტინის პრესსპიკერი პესკოვი. მისი თქმით, რუსებისთვის საქართველო საშიშია.

„საქართველოში წასვლა უბრალოდ საშიშია. რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ” ამბობს პესკოვი.

თუმცა, კრემლში საქართველოს პრემიერმინისტრის დღევანდელი განცხადება მოსწონთ:

ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას”, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგორი კარასინი:

“ამ სამარცხვინო სიტუაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა სააკაშვილის პარტიის რადიკალებსა და საქართველოს მთავრობას შორის მკაცრი დაპირისპირება. სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები როგორც ყოველთვის უზნეოდ იქცევიან და ელემენტარულ ადამიანური ურთიერთობების ეთიკას არღვევენ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე შეაფასა რაც მოხდა. კერძოდ, რადიკალების დეგრადირებული ჯგუფი უწოდა, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია”, – თქვა კარასინმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share