EU ადასტურებს, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს

ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. მიზეზი ივანიშვილის რეჟიმია. “ქართული ოცნება” ვიზალიბერალიზაციით ნაკისრი ვალდებულებებს არღვევს, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველია. ოლიგარქის მმართველობის მეთორმეტე წელს, ქვეყანა ევროპასთან თავისუფალ მიმოსვლასაც კჰარგავს. უვიზო მიმოსვლის გადახედვა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დააანონსა. ახლა ყველაფერი ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული.

უფრო მეტი ევროკავშირის ელჩმა თქვა. დაადასტურა, რომ უმძიმესი სანქციების პაკეტი ევროგაერთიანების ლიდერების მაგიდაზე დევს. ყველაფერი კი  26 ოქტომბრის შემდეგ გადაწყდება. პაველ ჰერჩინსკი არ გამორიცხავს, რომ თუ “ოცნებამ” არჩევნების მიტაცება გადაწყვიტა, პროცესები საქართველოსთან მიმართებით ზუსტად ისე განვითარდეს, როგორც ბელორუსში. დასავლეთი შედეგებს არ აღიარებს, რასაც ევროკავშირის მძიმე სანქციები, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც მოჰყვება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share