“ჩემს მიერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ჯერ კიდევ 1998 წელს ინიცირებული სისტემა ჩინოვნიკების ქონების საჯარო დეკლარირების ახლა გააუქმა ივანიშვილის პარლამენტმა.
ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ საზოგადოებასთან.
მოკლედ ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და სრულიად ღიად დასცინიან ხალხს. თითქოს გვეხვეწებიან მოდით 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!| – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.