“პრაქტიკულად , რაც ჩვენ დავიწყეთ ყველაფერს გვართმევენ. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ყველანი დავირაზმოთ, გვერდზე ყველანაირი ინტრიგები გადავდოთ, მაქსიმალური კონსოლიდაცია და გაერთიანება, გამარჯვება, მხოლოდ, გამარჯვება.
საქართველოს არა აქვს დასაკარგი დრო. 12 წელი დავკარგეთ. 12 წლით გადაიდო შემოვლითი გზა, 12 წლით გადაიდო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი, სადაც 3 ათასი ქართველი უნდა დასაქმებულიყო ფოთში, 12 წლით გადაიდო წყალტუბოს პროექტი, მოკვდა ქუთაისის პროექტი, ლაზიკის პროექტიც გადაიდო 12 წლით, ფოთის საერთაშორისო აეროპორტი გადაიდო 12 წლით, რამდენი სხვა რაღაცა გადაიდო 12 წლით, სვანეთის მაღალმთიანიკურორტების განვითარება, თბილისის შემოვლითი გზა, აჭარის მაღალმთიანი კურორტების ნამდვილი განვითარება, გოდერძის უღელტეხილის გვირაბები, ყველაფერი ეს გადაიდო 12 წლით.
და, ახლა ამ 12 წლის თავზე გვიბედავენ და გვეუბნებიან, რომ კიდევ 20 წლით უნდა მოგაჯდეთ თავზე,რომ საბოლოოდ ბუნდღა აღარ იყოს ამ ქვეყნისო და ბუნდღა აღარ იქნება 1-2 თვეში, ესენი თუ რაღაცნაირად კიდევ იყვნენ სახელისუფლებო გეგმებში, ახლოსაც კი, გაკარებული.
მე ვარ ერთის მხრივ, ისეიმედიანად, როგორც არასდროს; ისეთ ბრძოლისუნარიანად , როგორც არასდროს; ისე ჩამოყალიბებული, როგორც არასდროს.
ჩემი ამოცანა არის, მხოლოდ, ერთი- საქართველო დავუბრუნო ქართველ ხალხს!”
საუბრობს ვიდეოზარში, მიხეილ სააკაშვილი