“ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ ქვეყნები…რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები…რომლებიც შეუერთდნენ ჩვენს სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი”-ევროპარლამენტის პრეზიდენტი

მივესალმებით განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებს მათ. ეს ასევე არანაირად არ გამორიცხავს იმ ძალიან მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პრაღაში ჟურნალისტებს განუხადა.

მეცოლას შეფასებით, მათ ასევე უნდა დაიცვან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც შეუერთდნენ სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ „ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი“.

„ასეთია მოლდოვა. ასე რომ, ისეთი შეხვედრები, როგორიც გუშინ გაიმართა, მისასალმებელია. მივესალმებით განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებს მათ. ეს ასევე არანაირად არ გამორიცხავს იმ ძალიან მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. იქნება ეს: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე არ უნდა დაგვავიწყეს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share