“ნაცი და გმირი არ გაიშვას, რა”. – განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, მამუკა მდინარაძემ, ენმ-ძალა ერთობაშიას თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას. “მე არ მგონია, იმის გამბედაობა ეყოს ნაცმოძრაობის რომელიმე წევრს, რომ ფსევდოგმირობა ჩაიდინოს. […] ნაცი და გმირი არ გაიშვას, მართლა, რომ იტყვიან, რა… ახლა ეს არის საზოგადოების ემოციებზე გათვლილი ძალიან მდაბიო სპეკულაცია, რასაც ჩვენ ნაცმოძრაობისგან თვალყურს ვადევნებთ. […] მე, როგორც ერთი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია გადაიხდის გირაოს. თავად ჩვენზე არანაკლებად კარგად იცის, მთელ მსოფლიოში არის ასეთი წესი და, მათ შორის, საქართველოში, გამონაკლისების გარეშე. აღკვეთის ღონისძიებას როცა არღვევს ადამიანი, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება. გამონაკლისი არის, როდესაც გადახდისუუნარო დოკუმენტებს წარმოადგენს”.-განაცხადა მდინარაძემ.