ბიძინა ივანიშვილმა საქართველო, პრაქტიკულად, მძევლად აიყვანა – ჩიხრაძე

ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, მძევლად აიყვანა საქართველო” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ “პოლიტიკური ამბების” ეთერში განაცხადა.

ფიქრია ჩიხრაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს “ტერორისტად” მოიხსენიებს და მიიჩნევს, რომ “საქართველოს სახელმწიფოებრიობა ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული არ უნდა იყოს“.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სასწორზე ორი რამ დევს – რუსეთი, რომელიც ომის და ნგრევის ქვეყანაა, და კეთილდღეობის განმაპირობებელი ევროკავშირი.

”ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, მძევლად აიყვანა საქართველო და საქართველოს მოსახლეობას ეუბნება, რომ თუ მე არ ამირჩევთ, ამ ქვეყანას უბედურება ემუქრება. მე არავის არ ვუსურვებ ცუდს, მაგრამ როდესაც გინდათ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებო და მხარდამჭერებო, რომ ერთ კაცზე ჩამოკიდოთ საქართველოს ხელისუფლება, იმ ერთ კაცს რომ რამე დაემართოს, სახელმწიფომ რა უნდა ქნას? როგორ შეიძლება, კონსტიტუციურ ნორმებში მცხოვრები ქვეყანა ერთ ადამიანზე, ან ერთ პოლიტიკურ ძალაზე იყოს ჩამოკიდებული”, – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share