“…ზოგადად, როცა ადამიანი არღვევს კანონს, კონსტიტუციას, იმხელა ციცაბო დაღმართში ეშვება, იქ ყველანაირი მორალური ზღვარი იშლება და ეს არის ახლა, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, ასეთი რიტორიკა, ასეთი ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს თუნდაც “ქართული ოცნების” მიმართ, რომელიც ანარეკლია იმ ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა, რომელსაც ვისმენთ, როგორც ჩანს, მათგან სწავლობს ის, როგორ ელაპარაკოს ქართველ ხალხს” [IPN]
ამბობს შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას, რომელიც პრეზიდენტმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნაზე გააკეთა.