დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაჭი ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ 58 წლის რაიან რუთი წაყენებულ ხუთ ფედერალურ ბრალდებას არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს ითხოვს.

ცნობისთვის, რაინ რუთი 15 სექტემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სროლა მოხდა. შეიარაღებული თავდამსხმელი ტრამპისგან 300-500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share