აშშ-ის საელჩო საქართვრლოში ოფიციალურ გვერდზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
დიპლომატიური უწყება „კრედიტ სუისის“ სასამართლო დავასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს საქმე ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის.
აშშ-ს საელჩო კითხვას სვამს, თუ რატომ უყვება ივანიშვილი ქართველ ხალხს სხვა ამბავს.
“ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?”