ხელისუფლებას აქვს შიში სადამკვირვებლო ორგანიზაციების – ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლება შეშინებულია და შიშის მთავარი მიზეზი არის სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

ლომჯარიას თქმით, ის რაც ახლა გააკეთა ხელისუფლებამ ორგანიზაციებს გათვლილი ჰქონდათ წინასწარ.

 

„ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლებას აქვს შიში სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ფართომასშტაბიანი და კვირვების და როგორც ჩანს ამ სიჩქარეში იქიდან გამომდინარეც, რომ რუსული კანონიც ბოლომდე ვერ აამოქმედეს, მათ მოიფიქრეს ეს უკანონო გზა იმისთვის, რომ დაბრკოლება შეუქმნან ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა  ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმას, ჩვენ ვიცდით რომ ინდივიდუალურ ორგანიზაციებს ასეთი პრობლემები შეექმნებოდა და ამიტომაც არის კოალიცია და კოალიციის თითოეული წევრი, 30-მდე ორგანიზაცია მზად არის გააგრძელოს საქმიანობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share