თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. ინსპექტირება განხორციელდა 7 ობიექტში. შპს „ახალ ხორცში“ დაფიქსირდა 220 კგ ხორცი ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდა, ხოლო შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო დაჯარიმდა.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორები ასევე ამოწმებენ აქვს თუ არა ობიექტებს დანერგილი HACCP-ის სისტემა, რომლის არქონის გამოც შპს „ნიკორას“( აღნიშნულ ობიექტს არაფერია აქვს საერთო ანალოგიური სახელწოდების მარკეტების ქსელ „ნიკორასთან“) შეუჩერდა აღიარება.
bm.ge