საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მორიგ ქარდს აქვეყნებს და წერს, რომ “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ”.
ცნობისთვის, ბოლო სამი დღის განმავლობაში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციული კამპანიის ფარგლებში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა მნიშვნელობის ქარდებს აქვეყნებს.