“ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ პოლიტიკით დაინტერესებულები” – ამის შესახებ განცხადება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ გააკეთა.
სანიკიძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა.
”ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, იყო ავტორიტეტების ნგრევა. ამ ადამიანს არ უყვარს, როდესაც ამ ქვეყანაში არსებობს ავტორიტეტი და მეორე, რომ მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალგაზრდები არ იყვნენ პოლიტიკით დაინტერესებულები, ან არსებობდეს განცდა, რომ პოლიტიკა არის ცუდი. თუ რომელიმე პოლიტიკოსი არ მოგწონს, არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავი არ სცადო პოლიტიკაში. მესმის პარტიული ცხოვრება, რაღაც კლიშეები არსებობს, მათ შორის კომუნისტური წარსულიდან გამომდინარე, რომ რაღაც პარტიაში ყოფნა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გატარება შეიძლება ახალგაზრდულ ვნებათაღელვასთან და მდგომარეობის წინააღმდეგაც მოდიოდეს, მაგრამ მგონია, რომ ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ გვაქვს არის ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ თუ ამ არჩევნებში არ დავანახეთ რისი თავი გვაქვს ახალ თაობას, შემდეგ არჩევნებში უკვე აღარავინ აღარ გაგვითვალისწინებს, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება ის თავისუფლება, რასაც მიჩვეული ვართ და დადგება ისეთი მდგომარეობა, რაც გვაიძულებს ქვეყნის დატოვებას.“- ასე უპასუხა ლევან სანიკიძემ ახალგაზრდის კითხვას.