ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერის დღვანდელ განცხადებას რუსეთთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აფასებს:
“ძალიან მარტივი ლოგიკური ჯაჭვი: ქვაკუთხედად აქცევ შიშს ძლიერის მიმართ, ანუ ყველაფერს აკეთებ ისე როგორც მას უნდა, რათა არ გააღიზიანო, ე.ი. უკვე მისი ხარ..
რუსეთს არ ჭირდება, რომ ის გვიყვარდეს, მას ჭირდება რომ გვეშინოდეს.
ღარიბაშვილი ზუსტად ამ, ანუ მოძალადის დაკვეთას ასრულებს და ამას ეძახის “სახელმწიფო ინტერესს”…”, – წერს ხუხაშვილი.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებს არ დაუწესებენ.