უკრაინასა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. მხარეები კონსულტაციებისთვის საკუთარ დედაქალაქებში ბრუნდებიან. ინფორმაცის უკრაინის პრეზიდენტის ოფისი მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი ავრცელებს. მისივე ცნობით, მოლაპარაკებების დეტალებზე ბრიფინგებს მხარეები ადგილზე გამართავენ.
პოდოლიაკმა ასევე მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
“უკრაინულმა და რუსულმა დელეგაციებმა დღეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აწარმოეს, რომლის ძირითად მიზანს უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა წარმოადგენდა. მხარეები რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე ჩამოყალიბდნენ, რომლებზეც გარკვეული შეთანხმების ნიშნები გაჩნდა. ამჟამად მხარეები კონსულტაციებისთის საკუთარ დედაქალაქებში მიემგზავრებიან. მათ ასევე არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართოს,” – განაცხადა პოდოლიაკმა.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ კი აღნიშნა, რომ მოძებნილია რამდენიმე წერტილი, რომელთა ირგვლივ შეიძლება საერთო პოზიციების პროგნოზირება.