საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. ჰოლანდია-დანიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოზის განცხადებით, რაზე იმსჯელებენ სინოდის დღევანდელ სხდომაზე, წინასწარ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც მან სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შორის იმსჯელებენ თუ არა ვაქცინაციაზე, წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა ამასთან დაკავშირებით პირადი მოსაზრება გააჩნია. მისი თქმით, იზიარებს ჯანმო-ს იმ პოზიციას, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. დავით გარეჯთან დაკავშირებით იქნება თუ არა საუბარი დღევანდელ სხდომაზე, ამ ინფორმაციასაც არ ფლობს.
“პირადად, როგორც ერთ ადამიანს, ბუნებრივია, მაქვს აზრი იმაზე, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ასე დარჩება, ალბათ. შეიძლება ასე ფიქრობდნენ სინოდის წევრებიც, იმიტომ, რომ ეს ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც თვითონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.