495 ხმა 73 ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართული ოცნების წინააღმდეგ დამტკიცებულია. ეს არის პირველი რეზოლუცია საქართველოზე, რომელიც ახალი მოწვევის ევროპარლამენტმა მიიღო. ევრო დეპუტატები ხუთი მთავარი პოლიტიკური ჯგუფიდან ევროკომისიას, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს.
8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს დემოკრატიის გაუარესების საკითხთან დაკავშირებით ხუთი პარტიის- განახლებული ევროპა (Renew Europe), ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები
და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D) – მიერ წარდგენილ საერთო რეზოლუციას ევროპარლამენტმა დღეს, 9 ოქტომბერს, მხარი დაუჭირა.
რეზოლუციაში ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მტკიცედ გმობს რუსული კანონისა და ანტი-ლგბტ კანონის მიღებას და ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.
ევროკავშირს უმაღლეს სტრუქტურებს ავალდებულებს, სანქციები გაატაროს ოლიგარქისა და მისი გუნდის წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას.