უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებსეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის განადგურებას ცდილობს.
„ისინი ცდილობენ ჩვენს განადგურებას და ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა. ანადგურებენ ჩვენ ხალხს, რომლებსაც ზაპოროჟიეში სახლებში სძინავთ, კლავენ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ მიდიან დნიპროსა და კიევში. უკრაინაში განგაშის სიგნალი არ ცხრება. რაკეტებით თავდასხმა ხდება. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე“, – აცხადებს ზელენსკი.