“ბიძინა კარგია და ეს იცის მთელმა საქართველომ”-გოგა ხაინდრავა

ბიძინა კარგია და ეს იცის მთელმა საქართველომ, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არ სთავაზობს საზოგადოებას ახალ იდეებს და მხოლოდ იმ აზრს სთავაზობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცუდია.

„შენი იდეით, შენი ხედვებით უნდა შემოხვიდე პოლიტიკაში და შენი იდეები დაიცვა და არა ცილისწამებით და სიცრუით იბრძოლო. იმიტომ, რომ არცერთი ახალი აზრი, პროექტი ოპოზიციისგან არ გაგვიგია. რას ელოდება საზოგადოება? განვითარებას, მომავალს, სიკეთეს, წარმატებას. რა სიკეთეს გთავაზობენ ესენი გარდა იმისა, რომ ბიძინა ცუდია? ბიძინა კარგია და ეს იცის მთელმა საქართველომ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share