ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მართულნი არიან “ლუბიანკიდან“ – გიორგი მარგველაშვილი

ისინი ემსახურებიან პუტინის რეჟიმს, მე არაერთხელ მითქვამს და მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც მართულნი არიან “ლუბიანკიდან“ – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რეაქციაში“ განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, “მათი (ოცნების) მიზანია აბსოლუტურად აბსურდული და წარმოუდგენელი – შეატრიალო ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია საარჩევნო პოლიტიკის ფარგლებში, რამდენიმე განცხადებით.“

”ქვეყანა მშვიდობიანად, ცხვრებივით მირეკო კრემლში – ამის გაკეთება პრაქტიკულად, პოლიტიკურად შეუძლებლია. ის წინაპირობა, რომ ეს არ გავაკეთებინოთ და ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არ შევაცვლევინოთ, პუტინისტური სპეცრაზმის, შულავერის კომიტეტს წყნარად მივარეკინოთ ცხვრებივით, მე შეუძლებელად მიმაჩნია, რომ მოხდეს. 

აქამდე დასავლეთი სუსტ როლს თამაშობდა ქართულ პოლიტიკაში, მუდმივად ხდებოდა სიტუაციის დამშვიდება, ჩაჩუმათება, ეს საბოლოოდ ცუდად დაუბრუნდათ მათვე და ცუდად უბრუნდება ქართულ საზოგადოებას, რადგან დიდი შრომა დაგჭირდება, რომ ეს შემოვატრიალოთ“- განაცხადა მარგველაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share