ცნობილი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ჟურნალ „გზის“ შეკითხვას პასუხობს იმის შესახებ, დაუშვია თუ არა შეცდომები:
„ამ სიმარტოვის დროს უფრო ხშირად ვფიქრობ, დავუშვი თუ არა შეცდომები? ერთხელ მკითხა ბიძინა ივანიშვილმა, – ლუკა, შენ რამე შეცდომა ხომ არ დაგიშვიაო? ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რომ ვიყავი, მაშინ. არა-მეთქი, ვუპასუხე და, ეს უკვე შეცდომაა, შეცდომა ადამიანს ყოველთვის მოსდისო. – ისეთი შეცდომა არ დამიშვია, ეს ტკივილი რომ მიმეღო-მეთქი – ძლიერი ადამიანის გადმოსახედიდან მასეა, რადგან დიდი ტვირთი დაადე იმ ადამიანს, რომელმაც შემდეგ გიღალატა. არ იყო მაგ ტვირთის მზიდველი, შენ კი ამხელა პასუხისმგებლობა მოსთხოვე, ეს უკვე შეცდომააო, ასე ამიხსნა. სხვა ბევრი გენიალური ფრაზა მახსოვს მისგან…“ – ამბობს კურტანიძე.