თუ თავს პატრიოტად თვლი, იმ მხარეს უნდა იყო, რომელიც ამბობს – არა პუტინს, კი საქართველოს – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიჩნევს, რომ “თუ დღეს თავს პატრიოტად თვლი, იმ ბრძოლის მონაწილე უნდა იყო, რომელიც ამბობს არ პუტინს და კი საქართველოს“.

როგორც მარგველაშვილმა “რეაქციის“ ეთერში განაცხადა, ის აქტიურდ იქნება საარჩევნო კამპანიაში ჩაბმული, რადგან ამ რეალობაში წყნარად ყოფნა შეუძლებელია.

”მე მიმაჩნია, რომ დღეს თუ თავს პატრიოტად თვლი, ამ გადამწყვეტი ბრძოლის მონაწილე უნდა იყო და იყო იმ მხარეს, რომელიც ამბობს არა პუტინს და კი საქართველო. ამ პროცესში შეიძლება შენი თავი სხვადასხვა ადგილას იპოვო, მაგრამ არ შეიძლება განზე გადგე. ჩემთვის ყველაზე ბუნებრივი და სწორი ადგილი, საიდანაც სამშობლოს დაცვას განვახორციელებ, ეს კოალიციაა“ძლიერი საქართველოა“, რადგან აქ გაერთიანდნენ ჩემი მსგავსი გემოვნების და პოლტიკური ბიოგრაფიის ადამიანები. 

აქტიურად ვიქნები საარჩევნო კამპნიაში ჩაბმული, როგორ ვიყო წყნარად, როცა გზა აქედან არის პირდაპირ ნახირი კრემლისკენ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share