საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამაზე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:
“აი, ღირსების მაგალითი, მადლობა“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ, პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების გამოყენება დაგმო და “ოცნებას“ მოუწოდა, “თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის გამოყენებისგან საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში.“