ყურადღების ცენტრში ამერიკის საელჩოა. სანქციების შემდეგ პირველად კობახიძე რობინ დანიგანს შეხვდება. პრემიერს იმ ქვეყნის დიპლომატიური მისიის ოფისში ელოდებიან, რომელსაც გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებს. საინტერესოა, რა აქვს სათქმელი დანიგანისთვის რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერს, რომლის მთავრობაც დიპლომატმა ცრუ პროპაგანდის გავრცელებაში ამხილა.
ამ შეხვედრამდე კი იყო ოცნების თავდასხმები სტრატეგიული პარტნიორზე. საქართველოს მთავრობის უარი, როცა ოცნების მაღალჩინოსნებმა არ მიიღეს შტატების მთავრობის მიწვევა, ამერიკაში ჩასვლის შესახებ. ოლიგარქის გუნდს ახლა ელჩისთვის სავარაუდოდ ბევრი რამის ახსნა მოუწევს. წელს პირველად ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებას საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს არ მისცემენ. სტუმრებს მხოლოდ რობინ დანიგანი მიმართავს.