მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს, მომავალი, საპარლამენტო არჩევნებისათვის, ოზურგეთში, მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ, “გურიის მოამბეს”, სახელისუფლებო პარტიის ცენტრალური შტაბიდან, არაოფიციალურად, გუშინ გვაცნობეს.
შტაბის წარმომნადგენლის ინფორმაციით, დარჩიას დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, “როსტომ მეფის სასახლეში” გუშინ მიიღეს.