ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის სიმაღლე 2 მეტრამდეა. ზოგიერთ სოფელში თოვლმა სკოლა თითქმის დაფარა. სკოლაში შესასვლელად მოსახლეობას თოვლში გვირაბის გაკეთება უწევს.
ასეა სოფელ დანისპარაულში. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს, კურორტ გოდერძის მახლობლად. თოვლში მხოლოდ სკოლის სახურავი ჩანს.

ეს კი სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაა. ეს პატარა სოფელი ხულოში, დიოკნისის თემში მდებარეობს. სკოლაში 44 მოსწავლეა. სკოლაში ამბობენ, რომ სახურავი უკვე 6-ჯერ გადმოთოვლეს. დღეს სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
უახლოეს დღეებში მაღალმთიან აჭარაში კვლავ თოვაა მოსალოდნელი.
გაზეთი ბათუმელები