ძალიან დამაზიანებელია, როდესაც იმ ექიმების გადაწყვეტილებაზე ამხელა პოლიტიკური წნეხია, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა განსაზღვრონ. ოჯახის პოზიცია გასაგებია, თუმცა, კარგი იქნება, თუ პოლიტიკოსები რაღაცნაირად თავის თავში ძალას გამონახავენ და თუნდაც 2-დღიან მორატორიუმს გამოაცხადებენ იმისთვის, რომ ექიმებზე ასეთი წნეხი და პირდაპირი მუქარა არ იყოს და მათ სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება მიეცეთ”.