“რომ არა “ქართული ოცნების” ღალატი, დღეს “ნაცმოძრაობის” აჩრდილიც არ იქნებოდა”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას” ღალატში ადანაშაულებს.

“ნაცმოძრაობა” რომ სოროში აღარ ზის და ეს მართლა სამშობლოს გამყიდველები ამდენს რომ ბედავენ, აი, ესაა “ქართული ოცნების” უდიდესი და გამოუსწორებლი დანაშაული. რომ არა “ქართული ოცნების” ღალატი, დღეს “ნაცმოძრაობის” აჩრდილიც არ იქნებოდა, მაგრამ ახლა აჩრდილი კი არა, სტუდიებში ცემენ ოპონენტებს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. ამას, პირველ რიგში, “ქართულ ოცნებას” და სახელისუფლებო არხების იმ ჟურნალისტებს ვეუბნები, სოხუმსა და ცხინვალზე ერთი სიტყვა რომ არ დაუძრავთ და ახლა ზელენსკიზე რომ აბოდებთ”, – წერს ინაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share