შემძულდა ეგ ბავშვი- 14 წლის გოგოს ბიძა

“შემძულდა ეგ ბავშვი” – ასე პასუხობს გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძა TV პირველის კითხვას, ფიზიკურად იძალადა თუ არა მოზარდზე.

“დარიგება არ აკლდა, გვერდით ვედექით მაგ ოჯახს… არა, არ შევხებივარ, ბავშვი არ მინახავს” – ამბობს გარდაცვლილის ბიძა და აღნიშნავს, რომ პოლიციამ უკვე დაკითხა.

“ვუთხარი ეგ ყველაფერი, რაც გითხარით თქვენ. [მკითხეს], თუ შეეხე ხელითო, არა-მეთქი. რომ გავიგე, გავიგე ქალებიდან, მე იქ არ ჩავსულვარ… [ვუთხარი], შემძულდა-მეთქი ეს ბავშვი” – ამბობს კაცი, რომელიც გარდაცვლილი გოგონას ბაბუის ძმისშვილია.

ის ერთ-ერთია იმ ბიძებიდან, რომლებსაც 14 წლის გოგონას დედა ბავშვის ცემაში ადანაშაულებს.

“როდესაც ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წაიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალედ სცემეს მამამთილის ძმისშვილებმა. ძმისშვილმა ტარიელ ცეცხლაძემ სულ წიხლით სცემა ჩემს შვილს, ძლივს გამოართვეს ბავშვი, შემოგაკვდებაო და ციხეში დაჯდებიო. ამის შემდეგ წაიყვანეს ბავშვი ექსპერტიზაზე თბილისში, თან მას მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული. მეორე დღეს შვილი რომ მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, დედიკო თავზე ხელს ვერ ვიკარებ, მტკივა თავი, ბალიშზე თავს ვერ ვდებო”. – თქვა ბავშვის დედამ, მერი რომანაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 89
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 89
    ცნობილი ჟურნალისტისა და მისი ცოლ-შვილის მიერ სოფლად მოწყობილი ბედნიერი კუთხეჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა რამდენიმე წლის წინ სოფელ ღულელებში სახლი შეიძინა და ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით მოაწყო. სახლის, ეზოს, ბაღის გალამაზებაზე მეუღლე ირმა იანტბელიძესა და ექვს შვილთან ერთად ზრუნავს. ოჯახში ფუნქციები ყველას ინტერესის მიხედვით აქვს გადანაწილებული. სხვადასხვა პერიოდში ოჯახს სხვადასხვა ინტერესი აქვს, მაგალითად გასულ წელს ყვავილებზე ჰქონდათ განსაკუთრებული აქცენტი, შემდეგ ეზოში მდებარე…
    Tags: და, რომ, არ, ეს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 89
    "პანდემიამ ძალიან ამოატივტივა უტვინო და უშედეგო მმართველობის შედეგები"ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი სამსახურის გარეშე დარჩა და ახლა მთელ დროს, შვილების აღზრდას უთმობს. პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, მან ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა. – უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი. ცხრა საათზე ბავშვები წვებიან და მე ვდარაჯობ, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს. ის, რომ…
    Tags: და, არ, რომ, მე, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 88
    "ახლა ამბობენ, ბახმაროსაც იგივე ბედი ელისო...შენი მიწა-წყალი როგორ უნდა გაყიდო?""არა, ბატონო, - არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი", ასმათ ტყაბლაძე ვარ. ან რომელ "ნაცობაზე" ლაპარაკობენ? კარგად გადახედეთ, "ოცნების" რიგებში რამდენი ყოფილი "ნაციონალია" მსახიობი ასმათ ტყაბლაძე იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც იძულებული გახდნენ, ცხოვრება ნულიდან დაეწყოთ: საყვარელ საქმეზე უარი ეთქვათ და ბედი სულ სხვა პროფესიაში ეცადათ. ქალბატონი ასმათი დღევანდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს…
    Tags: და, არ, არა, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები