ადამიანის პირად არჩევანში არ ვერევით – მეუფე ნიკოლოზი არჩევნებზე

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი ყველა ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს და რაიმე მითითების მიცემა დაუშვებელია.

სინოდის გავლენიანი წევრის თქმით, სწორედ ეს არის თავისუფალი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი, რომ პიროვნებას გადაწყვეტილების მიღება თავად უნდა შეეძლოს.

არჩევანი ყველა ადამიანმა უნდა გააკეთოს თვითონ. ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში, ვის აირჩევს, როგორ აირჩევს… მე მგონია, რომ აქ არ შეიძლება რაიმე მითითების მიცემა ადამიანებისთვის, იმიტომ, რომ თუ გვინდა, რომ ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს. მოქალაქეები უნდა იყვნენ პიროვნებები. პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითო, რა უნდა გააკეთოს, – ამბობს ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელიც თვლის, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევენი საკუთარ სინდისზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს. 

მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად მცხეთაში პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი აღავლენს.

ცოტა ხნის წინ ადგილზე საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. ლიტურგიას “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებთან ერთად ესწრება პრემიერი კობახიძეც.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share