საქართველო 2030 წელს მდიდარი ქვეყნების რიგში ჩაეწერება – ივანიშვილი

ქართული ოცნება“ ადგას სწორ გზას ყველა მიმართულებით, საქართველოს შესახებ სამომავლო პროგნოზიც ძალიან შთამბეჭდავია, რომელსაც  საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ზუგდიდში, მოსახლოებასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ივანიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე 2029 წლისთვის 12 900 აშშ დოლარს გადააჭარბებს.

”ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა, საქართველო კი ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში.

ერთ სულ მოსახლეზე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით, საქართველო 2029 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია – უპირობო ლიდერია ევროპაში საქართველო 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით, ეს უკვე მეორეა 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით საუკეთესოა.  საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე 2029 წლისთვის 12 900 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ზრდის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, კიდევ ერთი წელი რომ დავამატოთ, იმიტომ, რომ 2029 წლამდე გააკეთა კვლევა სავალუტო ფონდმა, 2030 წელს 14 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყნების რიგში ჩაეწერება და ჩვენ ევროპაში არა ცალფეხზე და ხელგაწვდილი შევალთ, არამედ შევალთ თავაწეული და ამაყნი და გავხდებით ყველაზე წარმატებული გაერთიანებული ოჯახის წევრი. 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას” – განაცხადა ივანიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share