დღეს ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში საცხენოსნო ღონისძიება ,,ოზურგთის თასი 2023 ‘’ იმართება. ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.
ნაგომრის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას საცხენოსნო კლუბები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან იღებენ.
ღონისძიება საერთაშორისოა და ასპარეზობაში აზერბაიჯანელი მხედარწბი და მოჯირითეებიც იღებენ მონაწილეობას.
დოღი ნაგომარში ცხენოსნობის პოპულარიზაციის მიზნით იმართება. იგი ერთერთი სეგმენტია ოზურგეთში ტურიზმის განსავითარებლად.



ღონისძიებას მუსიკალურად კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,, ვახტამგური” და სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, გურია” აფორმებენ.




