ოზურგეთის მუნუციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების საცხენოსნო სექციის სხენოსანი თორნიკე თოდრია საცხენოსნო ტურნირის ,, ოზურგეთის თასი 2023″
( უფროსი ასაკის წმინდა სისხლიანი ცხენები -1600 მ) გამარჯვებული გახდა!
მეორე ადგილზე მეჯიდ მამედოვი ( მარნეული )
მესამეზე კი საბა ხურცია ( მარტვილი) გავიდნენ.
საცხენოსნო ღონისძიება ,,ოზურგთის თასი 2023 ‘’ . ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.
ნაგომრის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა საცხენოსნო კლუბებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მიიღეს.
ღონისძიება საერთაშორისო იყო და ასპარეზობაში აზერბაიჯანელი მხედარები და მოჯირითეები იღებდნენ მონაწილეობას.
დოღი ნაგომარში ცხენოსნობის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა. სპორტი და ცხენოსნობა ერთერთი სეგმენტია ოზურგეთში ტურიზმის განსავითარებლად.
დოღი ორ დისტანციას და სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა :
უფროსი ასაკის წმინდა სისხლიანი ცხენები -1600 მეტრი
სამწლიანი წმინდა სისხლიანი ცხენები – 1600 მეტრი
ორწლიანი სუფთა სისხლიანი ცხენები – 1200 მეტრი
ჩემპიონებს და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს სიგელები, მედლები, თასები, ფასიანი საჩუქრები სპონსორებიდან და ფულადი პრემიები ( პირველი ადგილი – 500ლარი; მეორე ადგილი – 300 ლარი; მესამე ადგილი – 200 ლარი ) გადაეცათ.
საცხენოსნო ღონისძიებას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებლის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, სხვა ოფიციალური პირები, სტუმრები, ტურისტები და ადგილობრივები.
ღონისძიება მუსიკალურად კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა ,, ვახტამგურმა” და სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,, გურიამ” გააფორმა.