სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს “ახლოდან დააკვირდება”.
ეს განცხადება მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როდესაც მას საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ჰკითხეს.