ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებასთან ერთად, უნდა დასრულდეს ერთი კაცის მმართველობა – ანა ნაცვლიშვილი

ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებასთან ერთად, უნდა დასრულდეს ერთი კაცის მმართველობა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის სტილი, – ეს განცხადება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ისინი აქტიურად მუშაობენ იმ ცვლილებების ირგვლივ, რომლებიც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“.

„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომ მე ვარ და ცემი ნაბადის პოლიტიკა, ერთი კაცის მმართველობა, ჩრდილოვანი გადაწყვეტილებების მიღება და კონსტიტუციური ჩარჩოსგან გასული სისტემა შევცვალოთ და ის ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია და რეფორმები რომლებიც გაწერილი არის ქარტიაში, აის ის შინაარსი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯები, რაც შეიძლება სწრაფად არის გადასადგმელი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share