ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია.
როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, ზელენსკი ამ სამიტზე თავისი “გამარჯვების გეგმას“ წარადგენს.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა შევაფასოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები და წარადგინოს თავისი გამარჯვების გეგმა”, – წერს მიშელი.