”ერთხელ, ეს XX საუკუნის ათიან წლებში ხდება, გურიის კომიტეტმა პრისტავ მიქიაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სადამსჯელო ოპერაციიდან წამოსულ მიქიაშვილს და რუს ჯარიკაცებს აცანის გზაზე ჩაუსაფრდნენ ირაკლი კალანდარიშვილი, ალექსი ფირცხალაიშვილი, ბესარიონ ორაგველიძე, ივანე აფხაძე და სხვები. ატყდა სროლა, რომლის დროსაც მიქიაშვილი კალანდარიშვილმა გამოსასალმა სიცოცხლეს, მასთან ერთად ერთი რუსი ჯარისკაციც მოკლეს.
მეორე დღეს ადმინისტრაციამ ძალით მორეკა ხალხი ჯარისკაცის გასვენებაზე, ქალებს კი პროცესიის მსვლელობისას ატირებდნენ.
ერთი ქალი, გვარად ნაკაშიძე, თურმე ასე ტიროდა: ,,ძმაო რუსო, ძმაო რუსო, რა გიტირო რომ არ მსურსო”.
ირაკლი მახარაძე