უკრაინამ საბერძნეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, მათ შორის – მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას, ასევე წვრთნებს. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან.
საბერძნეთი მზადაა, მომავალში უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები. ის ასევე უზრუნველყოფს დამატებით რესურსებს ჩვენი პილოტებისა და ტექნიკოსებისთვის F-16 წვრთნების დასაჩქარებლად. მადლობას ვუხდი საბერძნეთს გაწეული დახმარებისთვის და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად გაცემული შესაძლებლობებისთვის”,- წერს ზელენსკი.