ლანჩხუთი-ოზურგეთის საავტომობილო გზა ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო

დღეს,  ლანჩხუთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ერთი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი.

ლანჩხუთის დასუფთავების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანის გზიდან გადავარდნის გამო, ლანჩხუთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცემენტოვანი გზა ნინოშვილის ქუჩის მონაკვეთზე , ერთი საათის განმავლობაში დაიკეტა.

ინციდენტის მიზეზი გზის მწყობრიდან გამოსვლა გახდა, რის გამოც დასუფთავების სამსახურის კუთვნილი ავტომობილი ჩავარდა.

საპატრულო სამსახურისა და ლანჩხუთის შესაბამისი სამსახურის თანმაშრომლები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მოძრაობის აღდგენას.

მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share