მას შემდფეგ რაც ცხადი გახდა, რომ საქართველოს ექს პრემიერის, ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის – დასავლეთის მხრიდან დასანქცირება სულ უფრო რეალურია – ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა ოლიგარქის მხარდასაჭერი პოსტების წერა სოციალურ ქსელებში დაიწყეს:
“დღეგრძელობა და ჯანის სიმრთელე მინდა ვუსურვო ამ საოცარ ადამიანს! დიდხანს გეღვაწოს შენი ქვეყნისთვის! მერე რა, თუ ვერ დაგაფასეს, ვერ დაგინახეს, ლაფი და ტალახი გესროლეს, ბრალი დაგდეს, შეურაცხგყვეს, გული გატკინეს… ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ცოცხალი გმირები არ უყვართ” წერს “ქართულიოცნების” ყოფილი სახე ოზურგეთში, წინა ორი მოწვევის ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, ლელა საჯაია. .