სააკაშვილი კარგი მსახიობია, მთავრობა მისთვის უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს – ღარიბაშვილი

”მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. მინდა ხალხმა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ზუსტად რომ ვთქვა, პირველ ოქტომბერს. მისი დაბრუნების იდეა რევოლუციის მოხდენა და მასიური მკვლელობების ინსპირირება იყო. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში. ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში უკვე 8 თვეზე მეტია. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას. ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები – მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შევთავაზეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში, თუ სჭირდება რეალურად მკურნალობა. ეს არის ჩემი პასუხი.”

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share