საქართველო იგებს! – სამოქალაქო საზოგადოების მზადება ისტორიული გამარჯვებისთვის

საქართველოს იგებს! – ეს არის იმ საზოგადოების მთავარი გზავნილი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ირჩევს. ირჩევს ისეთ მომავალს, სადაც დედებს შვილების განათლების, ჯანმრთელობისა და შიმშილისაგან მათ გადასარჩენად სხვა ქვეყანაში არალეგალურად თუ ლეგალურად ცხოვრება შვილებისაგან შორს არ დაჭირდებათ.

წელს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული 200 ათასზე მეტი ახალგაზრდაც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ის თაობა, რომელმაც არაერთხელ დაუმტკიცა ქვეყანას ერთგულება და ხელისუფლებას თავისი მტკიცე ნება, რომ სამშობლოს მომავალზე თავად იზრუნებს და მიზნებზე უარს არ იტყვის. ისინი დარწმუნებული არიან, რომ 26-ს ოქტომბერს საქართველო იგებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share