“საოცარი რამ მომესმა ტელევიზორიდან – აქუ ეუბნება გუბაზს, “ქართული ოცნება” მართლაც დეგრადირდაო. და, რომ დაფიქრდე კაცი, მართალიცაა! “ოცნება” მაშინ იყო მორალურ სიმაღლეზე, როცა ყოველი დაკლული ქათმიდან ერთი ბარკალი, ხოლო ყოველი ლიტრი ბენზინიდან ერთი ლარი ხელისუფლებას მიჰქონდა, როცა იპოთეკური სესხების დაფარვას, უფასო ფულს და დენის 5 თეთრამდე გაიაფებას პირდებოდნენ ხალხს, როცა ჯაჭვლიანი იბიარდიზე, მეჭიაური კი – “ფრიდონ ჰაუსზე” ღადაობდა, როცა ღარიბაშვილი ჰაკიმ ფაშობდა, კოკა ყანდიაშვილი კი ბერას სტუდიიდან ჯიჰადის ვიდეოებს ტვირთავდა, როცა სპეცრაზმელებს პანტა-პუნტით ხოცავდნენ, სამხედროების სიებს რუსებს გადასცემდნენ, თავდაცვის ობიექტებს ტრისტან წითელაშვილს აღებინებდნენ, როცა ბედუკაძის კადრებს დგამდნენ და საარჩევნოდ ინახავდნენ, როცა 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობას ორგანიზებულად იყენებდნენ არჩევნების მოსაგებად… ეჰ, სადღაა ის “ოცნება”, ჩემო აქუ?! ასე როგორ დეგრადირდა? “-წერს ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი.