20:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 58.94% შეადგინა – ცესკო

20:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 58.94% შეადგინა. ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 2 060 412 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 58.94% ია. როგორც ცესკოში დააზუსტეს შედეგი საბოლო არაა, რადგან მაღალმთიანი რეგიონის რამდენიმე უბნიდან შესული არაა მონაცემები.

საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 337 საჩივარი.

ცესკოს განცხადებით ელექტრონული არჩევნების ქვითრები results.cec.gov.ge-ზე იტვირთება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share