თბილისი არ ყოფილა ერთადერთი ქალაქი, სადაც “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, მმართველი პარტია ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და წალენჯიხაშიც მარცხდება.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” პროცენტულობა დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა:
- რუსთავი – 40.99%
- ბათუმი – 49.726%
- ქუთაისი – 47.328%
- წალენჯიხა – 48.052%
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” თბილისში დიდი უპირატესობით წააგო.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.
ოცნება – 52.99%, ოპოზიცია – 38.27% – ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.